ტერმინთა განმარტება
ბილეთი – დოკუმენტი (ელექტრონული ფორმატით და უნიკალური QR‐კოდით), რომელიც აღნიშნავს მომხმარებლის შეღწევის უფლებას ორგანიზატორის ღონისძიებაზე და მზადდება ბილეთების ოპერატორის მიერ.
ბილეთების ოპერატორი – პლატფორმა Tixel.ge, შპს „ენკა“ ს/ნ: 405474302, პლატფორმის მფლობელი და მართვაზე პასუხისმგებელი იურიდიული პირი.
მომხმარებელი – ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს ორგანიზატორის მიერ დაგეგმილი ღონისძიების ბილეთების შეძენას, განიხილავს შეთავაზებით სარგებლობას ან სარგებლობს შეთავაზებით საიტის მეშვეობით. მომხმარებელი ვალდებულია ყურადღებით გაეცნოს საიტის წესებსა და პირობებს ბილეთების შეძენის წინ, რომელიც იმოქმედებს შეძენის დასრულების შემდეგაც.
ორგანიზატორი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც პლატფორმაზე ახორციელებს საკუთარი ღონისძიების ბილეთების გაყიდვას/რეალიზაციას.
პლატფორმა – ელექტრონული სივრცე ბილეთების სარეალიზაციოდ, ბილეთების ოპერატორი (ვებ‑გვერდი Tixel.ge).
მომსახურების საკომისიო – მომსახურებისთვის (ბილეთის გენერირება, მხარდაჭერა, სხვა ტექნიკური და ადმინისტრატიული მომსახურება) მომხმარებლის მიერ დამატებით გადახდილი თანხა, რომელსაც განსაზღვრავს ბილეთების ოპერატორი ყოველი ღონისძიებისთვის ინდივიდუალურად და ხილულია ბილეთის შეძენისას.
ტრანზაქციის საკომისიო – ფინანსური ოპერაციისთვის (გადახდები და სხვ.) ბანკის ან სხვა ფინანსური ინსტიტუტის მიერ დაწესებული პროცენტი.
ღონისძიება – ნებისმიერი ტიპის საჯარო აქტივობა (სპორტული, კულტურული, სატრანსპორტო, საგამოფენო და სხვა), რომელზე დასწრებაც მოითხოვს საშვს და გამოქვეყნებულია პლატფორმაზე.
შესავალი
ეს დოკუმენტი წარმოადგენს მომხმარებელსა და ბილეთების ოპერატორს შორის შეთანხმებას, რომელიც არეგულირებს ურთიერთობას მომხმარებელსა და ოპერატორს შორის, კერძოდ: ბილეთების შეძენის, პლატფორმის გამოყენების წესებსა და სხვა მასთან დაკავშირებულ საკითხეზე.
პლატფორმის წესებზე დათანხმებით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ მიიღებს ბილეთების ოპერატორის მიერ შეთავაზებულ მომსახურებას პლატფორმის პირობებით.
ოპერატორის მიერ მიწოდებული სერვისი და შესაბამისი გარანტიები
- ბილეთების ოპერატორი ასრულებს შუამავლის ფუნქციას ორგანიზატორსა და მომხმარებელს შორის, უზრუნველყოფს ონლაინ‐პლატფორმაზე ბილეთების გაყიდვას და მომხმარებელს, სახლიდან გაუსვლელად, სთავაზობს ბილეთების შეძენის შესაძლებლობას;
- ბილეთების ოპერატორი ვალდებულია მომხმარებელს სერვისი მიაწოდოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მომსახურების ვადაგადაცილების ან დადასტურებული ზიანის მომტანი ნაკლოვანების შემთხვევაში, მას შემდეგ რაც ბილეთების ოპერატორს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად, მომხმარებელი უფლებამოსილია:
- მიიღოს სერვისი სხვა პირისგან, ბილეთის ოპერატორის ხარჯზე;
- მოითხოვოს მომსახურეობის საკომისიოს შემცირება;
- ან საერთოდ შეწყვიტოს შეთანხმება და მოითხოვოს გაწეული ხარჯის კომპენსაცია.
- თუ მომსახურება ვერ განხორციელდა დროულად, ოპერატორს უფლება არა აქვს მოითხოვოს ხარჯის ანაზღაურება და არ წარმოადგენს სერვისის საფასურის მყისიერ დაბრუნების საფუძველს. თუ ბილეთების ოპერატორმა დროულად არ დაიწყო მომსახურების გაწევა ან მომსახურების პროცესი უსაფუძვლოდ ჭიანურდება, რაც მომსახურების დათქმულ ვადაში გაწევას შეუძლებელს ხდის, ბილეთების ოპერატორს არ აქვს უფლება, მოითხოვოს მომსახურების პროცესში გაწეული ხარჯების ანაზღაურება, აგრეთვე გაწეული მომსახურების საზღაური, თუ მომხმარებელმა ხელშეკრულების ნაწილობრივი შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა.
- კომპანია თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, რომელიც შეიძლება მოჰყვეს მომხმარებლის ნებისმიერ ქმედებას, მომხმარებლის მიერ რომელიმე ხელშეკრულების, მათ შორის ამ წესებისა და პირობების დარღვევას, მოქმედ კანონმდებლობასა და რეგულაციებთან შეუსაბამობას და ა.შ.
კომპანიის პასუხისმგებლობის შეზღუდვა
- პლატფორმა Biletebi.ge არ იღებს პასუხისმგებლობას მესამე პირების— ორგანიზატორების ჩათვლით—ქმედებებზე ან მათ ვებგვერდებზე გამოქვეყნებულ შინაარსზე, მიუხედავად იმისა, მითითებულია თუ არა მათზე გადასასვლელი ბმული Tixel.ge-ს გვერდზე;
- პლატფორმა არ უზრუნველყოფს ვებსაიტის ან მისი რომელიმე ფუნქციის უწყვეტ ხელმისაწვდომობას და არ არის პასუხისმგებელი იმ შემთხვევებზე, როდესაც ტექნიკური მიზეზების გამო ვებ-საიტი ან მისი ცალკეული სერვისები დროებით შეწყდა ან ნაწილობრივ გახდა მიუწვდომელი;
- ge არ აგებს პასუხს ტექნიკური ხარვეზების გამო, რომლებიც დაკავშირებულია ქსელურ ინფრასტრუქტურასთან, სერვერებთან, ინტერნეტ პროვაიდერებთან, მოწყობილობებთან, პროგრამულ უზრუნველყოფასთან ან მონაცემთა გადაცემის შეფერხებასთან; ასევე არ აგებს პასუხს მომხმარებლის შინაარსის მოულოდნელ წაშლაზე, ინფორმაციის მოპარვაზე ან უნებართვო წვდომაზე;
- ვებ-გვერდზე ან მისი მეშვეობით მიწოდებული ბმულების საშუალებით ჩამოტვირთული ფაილების ან პროგრამების შედეგად მომხმარებლის კომპიუტერული მოწყობილობის (მათ შორის კომპიუტერის, ტელეფონის, პლანშეტის და სხვ.) დაზიანებაზე პასუხისმგებლობას Tixel.ge არ იღებს.
პლატფორმა იტოვებს უფლებას უარი თქვას ან გააუქმოს მომხმარებლის მიერ ინიცირებული ტრანზაქციები იმ შემთხვევაში, თუ:
- მომხმარებელი ადრე უკვე არღვევდა წესებს;
- პლატფორმასა და მომხმარებელს შორის არსებობს სამართლებრივი დავა;
- არსებობს თაღლითობის საფუძვლიანი ეჭვი (მათ შორის ბარათებთან დაკავშირებული მაქინაციების) შესახებ;
- დაფიქსირებულია ყალბი ან არასრულად იდენტიფიცირებული საბარათე მონაცემების გამოყენება.
- ბილეთის შეძენის შემდეგ რეკომენდებულია მომხმარებელმა დაუყოვნებლივ გადაამოწმოს, აისახა თუ არა ბილეთი მის ანგარიშზე. შეფერხების ან პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, საჭიროა დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს მხარდაჭერის სამსახურს. კომპანია, შესაძლებლობიდან გამომდინარე, შეეცდება დაეხმაროს მომხმარებელს, თუმცა მაღალი მოთხოვნის პირობებში შესაძლოა ბილეთი აღარ იყოს ხელმისაწვდომი. ასეთ შემთხვევაში პლატფორმა სრულად დააბრუნებს მომხმარებლის მიერ გადახდილ თანხას.
პასუხიმგებლობა – ოპერატორი vs ორგანიზატორი
- ბილეთების ოპერატორი არ ზემხედველობს და არ არის პასუხისმგებელი ღონისძიების ორგანიზებაზე, ის არ იზიარებს ორგანიზატორის პასუხისმგებლობას;
- ბილეთების ოპერატორი წარმოადგენს შუამავალ რგოლს ორგანიზატორსა და მომხმარებელს შორის. პლატფორმა მიღებული თანხების დაუყოვნებლივ/შეთანხმებული გრაფიკით ანგარიშსწორებას უზრუნველყოფს ორგანიზატორთან. ღონისძიების გაუქმების შემთხვევაში, ბილეთის ღირებულების (ბანკის და მომსახურების საკომისიოს გარეშე. აღნიშნული დაბრუნებას არ ექვემდებარება გაწეული მომსახურების შესრულებიდან გამომდინარე) ანაზღაურებას უზრუნველყოფს ორგანიზატორი, რომლის ვინაობა, იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო თუ პერსონალური ნომერი და საკონტაქტო ინფორმაცია მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ღონისძიების გვერდიდან. ბილეთების ოპერატორი პასუხს არაგებს ორგანიზატორისთვის გადარიცხულ თანხებთან დაკავშირებით. ორგანიზატორის სურვილის შემთხვევაში იღებს პასუხისმგებლობას, უკან დაიბრუნოს ორგანიზატორისთვის გადარიცხული თანხა და მოახდინოს მომხმარებელთათვის დაბრუნება ინდივიდუალურად.
მხოლოდ ორგანიზატორი ერთპიროვნულად არის პასუხისმგებელი შემდეგზე:
- ღონისძიების გადადებით ან გაუქმებით გამოწვეული შედეგები;
- ღონისძიების სივრცეში მომხმარებლის დაშვება;
- ღონისძიების მსვლელობისას უსაფრთხოების ზომების დაცვა (მათ შორის, ნებისმიერი პროგნოზირებადი ან არაპროგნოზირებადი საფრთხის აცილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მომხმარებლის ან/და მესამე პირების ჯანმრთელობის დაზიანება);
- ღონისძიებაში მონაწილე არტისტების შემადგენლობა;
- ღონისძიების აღწერაში და საპრომოციო მასალაზე დატანილი ინფორმაციის სიზუსტე.
- ღონისძიების დაწყებისა და დასრულების დროის ცვლილება;
- ინფორმაცია ღონისძიების ლოკაციის თაობაზე, მათ შორის და არამხოლოდ: ადგილების/სექტორების/იარუსების განლაგება და სხვა ღონისძიების სივრცესთან დაკავშირებული საკითხები.
- გასაყიდი ბილეთების რაოდენობა;
- მომხმარებელთა ასაკის განსაზღვრა/ასაკობრივი შეზღუდვა;
- ბილეთების დაბრუნების პირობები;
ბილეთების ფასის განსაზღვრა;
და სხვა მსგავსი საკითხები, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული ორგანიზატორთან.
მომხმარებლის ანგარიშის მართვა
- პლატფორმაზე შესვლის და სერვისებით სარგებლობისთვის აუცილებელია ანგარიში;
- რეგისტრაცია ხდება Google-ით ან პერსონალური მონაცემების შეყვანითა და შესაბამისი ვერიფიკაციის კოდის მიღებით;
- მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი ინფორმაციის სიზუსტეზე და პლატფორმა უფლებამოსილია მოითხოვოს მონაცემების სიზუსტე;
- უსაფრთხოების დარღვევის შემთხვევაში, მომხმარებელმა სწრაფად უნდა შეცვალოს პაროლი ან მიმართოს მხარდაჭერის ჯგუფს;
- ერთ მომხმარებელს/პიროვნებას შეუძლია ჰქონდეს მხოლოდ ერთი ანგარიში; ინფორმაციის არაკეთილსინდისიერად მიწოდების შემთხვევაში პლატფორმას უფლება აქვს წაშალოს ან შეზღუდოს მომხმარებლის ანგარიში;
- უპასუხისმგებლო ქცევის ან კანონის დარღვევის შემთხვევაში ოპერატორი უფლებას იტოვებს დამატებითი გაფრთხილების გარეშე გააუქმოს ანგარიში.
ბილეთის შესყიდვის პროცედურა
- ბილეთის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრირებული ანგარიშის მეშვეობით;
- მომხმარებელი ვალდებულია დეტალურად გაეცნოს ღონისძიების გვერდზე მითითებულ ინფორმაციასა და კრიტერიუმებს, რათა დარწმუნდეს შესაბამისობაში;
- შეძენამდე მომხმარებელს შეუძლია შეცვლა ან შეცდომის გასწორება გეგმიდან;
- გადახდა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული მეთოდით – სადებეტო/საკრედიტო ბარათის მეშვეობით;
- ბილეთის წარმატებით ყიდვის შემთხვევაში, ბილეთი ავტომატურად გაიცემა პლატფორმის ანგარიშზე და იგზავნება ელ.ფოსტით ან SMS-ით;
- მიღებისთანავე მომხმარებელმა უნდა შეამოწმოს, ბილეთის ინფორმაციის სისწორე და თუ პრობლემაა – დაუყონებლივ აცნობოს ოპერატორს;
- ოპერატორს უფლება აქვს შეზღუდოს თითო მომხმარებლის მიერ შეძენილი ბილეთების რაოდენობა;
- ე.წ. ვირტუალური რიგის ორგანიზების დროს, ბილეთის შეძენის პროცესის დაწყების დროის მიხედვით ხორციელდება რიგის მოწესრიგების პროცესი, და რიგის ნომერი არ გადაეცემა სხვა პირს;
- რიგის დასრულების შემდეგ, მომხარებელი შეძენის გასაგრძელებლად, ახალ რიგში უნდა ჩადგეს.
ბილეთის დაბრუნების პირობები
- ბილეთი შეიძლება დაბრუნდეს მხოლოდ შემდეგი მიზეზებით:
- ღონისძიების გაუქმება ან გადადება;
- ორგანიზატორის გადაწყვეტილება;
- კანონით გაწერილი სხვა საფუძველი.
- ბილეთის დაბრუნებაზე/თანხის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირია ორგანიზატორი. პლატფორმამ შესაძლოა, ორგანიზატორის სურვილის შემთხვევაში, თანხის ინდივიდუალურად განაწილების ორგანიზებაში მიიღოს მონაწილეობა. დაბრუნებას ექვემდებარება ბილეთის ღირებულება ტრანზაქციის/ბანკის და პლატფორმის მომსახურების საკომისიოს გარეშე.
ღონისძიების გვერდზე დეტალურად მითითებულია შესაძლებელია თუ არა ბილეთის აბრუნება განსაკუთრებული პირობებით. თუ დაბრუნების უფლება არ არის პირდაპირ ნახსენები და დადგენილი არ არის ამავე წესებით განსაზღვრული სხვა საფუძველი, ორგანიზატორი არ არის ვალდებული დაიბრუნოს ბილეთი.
დაბრუნება ხდება:
- ინსტრუქციის მიხედვით: (ელექტრონულ ფოსტაზე წერილის მიწერის საშუალებით [email protected]);
- მხარდაჭერის ჯგუფი ხელმისაწვდომია სამუშაო დღეებში, 11:00 – 19:00 საათამდე;
- თუ ღონისძიება იწყება 48 საათში ან ნაკლებ დროში და სხვა წესები არ არის განსაზღვრული, ბილეთის დაბრუნება წყდება.
- ორგანიზატორის სურვილით, თანხის დაუბრუნება ხდება იმავე ანგარიშზე, რაც გადახდისას იყო გამოყენებული.
- ორგანიზატორის მიერ თანხა ბრუნდება კანონით გათვალისწინებულ “გონივრულ ვადაში”.
ღონისძიების გაუქმება ან გადატანის პროცედურები
- აღნიშნული ინფორმაცია ვრცელდება ორგანიზატორის ოფიციალური სოცქსელების მეშვეობით; ასევე, ბილეთების ოპერატორის პლატფორმის მეშვეობით, ღონისძიების გვერდზე. ამასთან, ინფორმაცია შესაძლოა გაეგზავნოს მომხმარებლებს SMS-ით ან ელექტრონული ფოსტით.
- პასუხისმგებლობა ღონისძიების თარიღის ცვლილებისა ან გაუქმების გავრცელების სწრაფობაზე და მის შედეგებზე ეკისრება ორგანიზატორს.
ფასდაკლებები და აქციები
- პლატფორმაზე პერიოდულად ეწყობა აქციები, რომელთა მიღება შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს.
- თითოეული შეთავაზება განისაზღვრება ინდივიდუალურად, რასაც მომხმარებელი უნდა დაეთანხმოს თავად. თანხმობის შემდეგ ხდება ავტომატური ჩართვა კონკრეტულ აქციებში.
-
ოპერატორის პასუხისმგებლობის მიღაზღვრა
- ოპერატორი არ არის პასუხისმგებელი მესამე პირების ქმედებაზე ან მათი ვებგვერდების შინაარსზე;
- არ უზრუნველყოფს პლატფორმის უწყვეტ ფუნქციონირებას და არ პასუხობს ტექნიკურ შეფერხებებს;
- არ წარმოადგენს ორგანიზატორსა და მომხმარებელს შორის კონტრაქტული შეთანხმების მხარეს და არ აგებს პასუხს დამდგარ შედეგებზე;
- იცავს კიბერ უსაფრთხოებას, მაგრამ არ აიღებს პასუხისმგებლობას კიბერ-თავდასხმების შედეგებზე;
- არ იძლევა გარანტიას ორგანიზატორის მიერ ატვირთული ინფორმაციის სიზუსტეზე.
მომხმარებლის ვალდებულებები
- მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას ყველა აქ მოცემული წესი და არ დაარღვიოს მესამე პირის უფლებები;
- პლატფორმა უნდა გამოიყენოს მხოლოდ მისი ფუნქციური და კანონიერი მიზნებისთვის;
- ბილეთების ოპერატორი იტოვებს უფლებას მიიღოს შესაბამისი ზომები მომხმარებლის წინააღმდეგ, რომელიც არღვევს პლატფორმის გამოყენების წესებსა და პირობებს.
დავა
- სამართლებრივი საკითხები და დავის გადაწყვეტა ექვემდებარება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობა;
- წერილობითი პრეტენზიის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს როგორც ელექტრონული ფორმით [email protected]ზე, ისე ფოსტის მეშვეობით (ყაზბეგის გამზ. N16 #13 თბილისი). რაზეც ოპერატორი 14 დღეში უპასუხებს;
- დავა იწარმოებს მოლაპარაკებების გზით, თუ უშედეგოა, მომხმარებელს აქვს უფლება მიმართოს საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ან სასამართლოს.
ცვლილებების შეტანა
ოპერატორს შეუძლია ცალმხრივად განახორციელოს დოკუმენტის ცვლილება, რის შესახებ მომხმარბელთან უნდა გაიგზავნოს შეტყობინება გონივრული ვადით ადრე. აღნიშნული შესაძლებელია პლატფორმის, ელექტრონული ფოსტის ან SMS გზით.